„პროექტის“ გამოძიება: სოჭში დაანგრიეს პუტინის რეზიდენციის მთავარი შენობა, პრეზიდენტი იქ ჩასვლას ერიდება

გამოცემა „პროექტის“ გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის დამდეგს სოჭში დაანგრიეს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციის, „ბოჩაროვ რუჩეის“ მთავარი შენობა.
ჟურნალისტებმა სატელიტური სურათები გააანალიზეს და გაარკვიეს, რომ ახლა ამ ადგილას არის ორმო, რომლის ირგვლივ სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. იტყობინებიან, რომ რეზიდენციაში სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა.
„პროექტის“ ცნობით, პუტინმა სოჭში ფრენა შეწყვიტა და შვიდი თვეა არ ყოფილა იქ. გამოცემის წყარომ ეს ახსნა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავისი სიცოცხლის გამო ფრთხილობს მას შემდეგ, რაც სოჭში დრონებით თავდასხმები განხორციელდა. მანამდე პუტინი გაზაფხულისა და შემოდგომის მნიშვნელოვან ნაწილს სოჭში ატარებდა.
წელს პუტინმა სოჭში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა – 6 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან – და მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი იქ აღარ გამოჩენილა. როგორც „პროექტი“ აღნიშნავს, უკრაინულმა დრონებმა სოჭში გასული წლის შემოდგომაზე დაიწყეს ფრენა. კერძოდ, სექტემბრის ბოლოს სოჭის აეროპორტის ტერიტორიაზე ერთ-ერთი დრონი დაეცა და ვერტმფრენის მოედანი დააზიანა.
გარდა ამისა, ჟურნალისტების თქმით, თვითმფრინავებმა, რომლებსაც პუტინი იყენებს, გამუდმებით დაიწყეს ფრენის დროს ტრანსპონდერების გამორთვა. ში ომის დაწყებამდე და მის პირველ წელს, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავების მოძრაობის მონიტორინგი შეიძლებოდა სერვის Flightradar24-ის გამოყენებით. როგორც “პროექტი” აღნიშნავს, ტრანსპონდერების გამორთვა დაიწყო მას შემდეგ, რაც გახშირდა უკრაინის სარაკეტო დარტყმები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ