თუკი ვინმეა შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან, ეს თავად დასავლეთის დღევანდელი ხელისუფლებაა

„პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუთავსებლობაში ადანაშაულებს და თავად თუ არის დიპლომატიასთან თავსებადი?“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სწორედ დასავლეთია ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი, რადგან გათელეს დემოკრატია.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები ღიად ერეოდნენ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, გეგმავდნენ რევოლუციურ სცენარებს, ღიად აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს. მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ 1 თვეში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და დასავლელ პარტნიორებს ქართველ ხალხთან ბოდიში ექნებათ მოსახდელი.
“რატომ ჰგონია ევროკავშირის ელჩს, რომ დემოკრატიის პრინციპები არ წაგვიკითხავს ან ევროპის ისტორია არ ვიცით? ვინ მისცა იმის უფლება, რომ სხვა ქვეყანაში ადგილობრივ მოქალაქეებს ამდენი შეურაცხყოფა მიაყენონ? ხელისუფლების ლანძღვით ხომ ისინი ასიათასობით ქართველ ამომრჩეველს ლანძღავენ.
პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან შეუთავსებლობაში ადანაშაულებს და თავად თუ არის დიპლომატიასთან თავსებადი? ვინ ასწავლა ასეთი დიპლომატია? ვინ მისცა უფლება პოლიტიკოსებად ქცეულიყვნენ დიპლომატის მანტიით. რას უხდიან ამდენს ან უღირთ კი ეს ყველაფერი, ამ მოკლე პერიოდისთვის? ხომ ყველამ იცის, რომ ერთ თვეში ყველაფერი დამთავრდება და შემდეგ ბოდიში ექნებათ მოსახდელი ქართველ ხალხთან.
თუკი ვინმეა შეუთავსებელი ევროკავშირის ღირებულებებთან, ეს თავად დასავლეთის დღევანდელი ხელისუფლებაა. მათ დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს. არ დატოვეს ღირებულებები, რაც თავადვე არ გაანადგურეს: ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, უფრო მეტიც, არჩევნებს მართავენ და რევოლუციას გვიგეგმავენ; დიპლომატიის ჩარჩოებს გასცდნენ და პოლიტიკაში ღია განცხადებებს აკეთებენ; სიყალბეს სიმართლეს უწოდებენ და დემოკრატიას შერჩევითი სამართლით მართავენ…
ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე, იმდენად ცოტა, რომ ბოდიშის მოსახდელად შეიძლება დრო აღარც დარჩეთ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები