ქალაქ ხერსონის ცენტრი ოკუპირებული ტერიტორიიდან დაიბომბა. დაბომბვის შესახებ დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური რომან მრაჩკო ავრცელებს.
მრაჩკოს თქმით საარტილერიო ჭურვები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, ერთ-ერთი ჭურვი კი სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. დაღუპულებიც და დაჭრილიც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
მოგვიანებით მრაჩკომ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულების დაბომბვის შედეგად ორი ექიმი დაიჭრა.
ასევე, 5 დეკემბრის ღამეს რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი დრონებით დაესხა თავს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.