გიგა ბოკერია – საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა, – ამის შესახებ „ფედერალისტების” ლიდერმა მ, ევროკავშირის ელჩის, ს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, „რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის მიმართ, აუცილებელია, ხმა ს რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ.“
„საქართველოს მთავრობამ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა.
რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის მიმართ, აუცილებელია, ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ. ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხეს და ამაზე მიუთითებს ელჩის განცხადებაც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს იმ პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მაინც მივიდნენ და კუთვნილი ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ”- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ფედერალისტების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ