ანალენა ბერბოკი: უკრაინა ვალდებული არ არის მხოლოდ საპასუხო დარტყმები განახორციელოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინის მიერ თავდაცვის მიზნით ს ტერიტორიაზე დარტყმების მიყენების წინააღმდეგი არ არის. ამის შესახებ ის გამოცემა Tagesschau-ს ესაუბრა.

ამავროულად, ბერბოკმა აღნიშნა, რომ მას არ სურს იმის საჯაროდ განხილვა, თუ რამდენად ღრმად შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა არ არის ვალდებული საპასუხო დარტყმები განახორციელოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ტერიტორია უკვე თავდასხმების ქვეშ არის.

“უკრაინის თავდაცვის უფლება არ ნიშნავს, რომ რაკეტამ ჯერ საზღვარი უნდა გადაკვეთოს ან დაარტყას ისეთ ქალაქს, როგორიცაა მაგალითად ხარკოვი, სანამ უკრაინა თავდაცვის საშუალება მიეცემა. საუკეთესო თავდაცვის სისტემებსაც კი არ შეუძლიათ ყოველთვის ამის თავიდან აცილება”. – თქვა ბერბოკმა.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა პრევენციული ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალი თავდასხმების შეკავება.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ [რაკეტების] გაშვების პლატფორმების განადგურება არ შეიძლება. თუმცა, საკითხავია თუ რამდენად შორს მიაღწევს [დარტყმები]”. – თქვა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ უნდა დადგინდეს კონკრეტული მანძილები, როგორიცაა “10, 40 ან 200 კილომეტრი”, რადგან ამით შეიძლება რუსეთის სამხედრო ძალებმა ისარგებლონ.

ასევე დაგაინტერესებთ