49 წლის ლეონარდო დიკაპრიო 26 წლის რჩეულთან ერთად რომში ისვენებს – Marao

ჰოლივუდის მსახიობი ცოტა ხნის წინ ცნობილ იტალიელ მოდელთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად დააფიქსირეს.
ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს გასულ ზაფხულს დაშორდა. შეყვარებულები ხუთ წელზე მეტხანს იყვნენ ერთად, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ურთიერთობა არ გაესაჯაროებინათ.
ამის შემდეგ დიკაპრიო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯიჯი ჰადიდს ხვდებოდა. ვარსკვლავები პაემანზე რამდენჯერმე დააფიქსირეს, მაგრამ წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.
ამჯერად ინტერნეტში ვიტორიასა და ლეონარდოს ახალი პაპარაცული ფოტოები ვრცელდება:
ვიტორია ჩერეტი
ვი­ტო­რია ჩე­რე­ტი 1998 წლის 7 ივ­ნისს ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში და­ი­ბა­და. მან სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 14 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, როცა Elite Model Look-ის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­ლე­ვე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და მალე მისი ფო­ტო­ე­ბი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე და­ი­ბეჭ­და.
ჩე­რე­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს უამ­რავ ტოპ დი­ზა­ი­ნერ­თან, მათ შო­რი­საა Alexander McQueen, Chanel, Fendi, Givenchy, Prada, Ralph Lauren, Versace, Valentino, Tiffany & Co., Proenza Schouler, Bulgari, Gucci და მრა­ვა­ლი სხვა.
ვი­ტო­რია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო. ჩე­რე­ტი იტა­ლი­ელ დი­ჯეი მა­ტეო მი­ლე­რი­ზე 2020 წლის იან­ვარ­ში, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ იბი­ცა­ზე და­ქორ­წინ­და.
ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და, თუმ­ცა 2022 წელს, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩე­რე­ტიმ შე­წყვი­ტა მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.
2023 წლის ზა­ფხუ­ლი­დან კი ჩე­რე­ტი უკვე დი­კაპ­რი­ოს ხვდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ