“ულამაზესი თამთა” – თამთა შედანია ახალ ფოტოებს გვიზიარებს: მოდელი იდეალურად გამოიყურება – Marao

„მის საქართველო 2012“, “მის სამყაროსა“ და “მის მსოფლიოს” მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
2012 წელს, „მის საქართველო“-ს ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველო წარადგინა „მის მსოფლიო 2013“-ზე.
ამკერად თამთა “ინსტაგრამზე” ახალ ფოტოებს აქვეყნებს: “დავიბადე, რომ ვიკაშკაშო”, – წერს უმშვენიერესი მოდელი.
“როგორც ყველა მოდელს, მეც ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. სამოდელო ბიზნესში ძალიან ბევრი და საინტერესო სეზონია, ხან „ფეშენ-ვიქებში“ გიწევს მონაწილეობა, ხან კატალოგის გადაღებები გაქვს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მთლიანად ჩავები სამოდელო სფეროს ქარცეცხლში, რადგან ჰონკონგში „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩავედი. გადარბენები მქონდა, რეპეტიციები, შოუები, მუშაობა სხვადასხვა დიზაინერთან. „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მქონდა გადაღებები სხვადასხვა პოპულარული ჟურნალისთვის. ახლა სინგაპურში ვარ, აქ „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩამოვედი. ძალიან ცხელა და ამინდი მიქმნის დაღლილობის შეგრძნებას, თან, ამას ემატება გადარბენები, შოუები. „ფეშენ-ვიქზე“ რომელი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას, ყველასთან ვიმუშავე, ბოლოს კი სინგაპურის „ფეშენ-ვიქი“ რობერტო კავალის გრანდიოზული შოუთი დამთავრდა” – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანია. რატით ყვითელი პრესა პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. თუმცა სადუნიშვილს დაშორდა და ცოლად თამთა მოიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ