Coeur-ისა და SilverCrest-ის 1,7 მილიარდ დოლარიანი გარიგება, ვერცხლის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერს შექმნის

ძვირფასი ლითონების ამერიკული მწარმოებელი Coeur Mining Inc. ყიდულობს კანადურ SilverCrest Metals Inc. 1,7 მილიარდ დოლარად.
Coeur–ის პრესრელიზის თანახმად, SilverCrest-ის აქციონერები თითოეული მიიღებენ კომპანიის 1,6022 აქციას.
გარიგების დასრულების შემდეგ Coeur-ის აქციონერები გაერთიანებული კომპანიის 63%-ს, ხოლო SilverCrest – ის აქციონერებმ 37%-ს მიიღებენ.
კომპანიების შერწყმა შექმნის მსოფლიო ლიდერს ვერცხლის მოპოვებაში მომავალ წელს პროგნოზირებული წარმოებით თითქმის 21 მილიონი უნცია. ასევე მოსალოდნელია, რომ ოქროს წარმოება დაახლოებით 432 ათასი უნცია იქნება, ნათქვამია პრესრელიზში.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ