ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა დეპუტატმა პარტია დატოვა.
ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს სულ 22 წევრი ჰყავს.
„ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვილაპარაკეთ“, — განაცხადა დეპუტატმა მაია კალანდიამ.
მისი თქმით, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა და პარტიის წევრებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი მოტივაცია საერთო ენის გამოსანახავად.
4 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა.