ირანმა გააუქმა 6 ოქტომბერს გამოცხადებული ფრენების შეზღუდვები და ავიაკომპანიებს კვლავ ნება დაერთო განახორციელონ რეისები

ირანმა გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ეხებოდა სამოქალაქო ავიაციის რეისებს. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ საჰაერო პირობები უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული და შემცირდა სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ადრე გამოცხადებული ფრენების გაუქმების პერიოდი.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ ირანის ყველა აეროპორტიდან ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 6 საათამდე გაუქმდა
„სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ფრენის ხელსაყრელი და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად, ყველა გამოცხადებული შეზღუდვა მოიხსნება და ავიაკომპანიებს უფლება აქვთ განახორციელონ ფრენები“, – განაცხადა სახელმწიფო მედიამ ფრენების გაუქმების საწყისი ვადის დასრულებამდე ექვსი საათით ადრე.
ფრენები თავდაპირველად გაუქმდა ოპერაციული შეზღუდვების გამო, იტყობინებოდა სახელმწიფო მედია დამატებითი დეტალების გარეშე.
ირანმა გასულ კვირაში, ისრაელზე სარაკეტო იერიშის შემდეგ გამოაცხადა სამგზავრო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ