მიქაუტაძე მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა – “ლიონმა” “ნანტი” დაამარცხა

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 83-ე წუთზე ვიხილეთ. გიორგიმ ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა.
“ლიონიდან” თავი 22-ე წუთზე ნიკოლა ტალიაფიკომ გამოიჩინა, 54-ე წუთზე კი “ნანტის” მცველმა ნიკოლას პალოიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.