თბილისობა სრულდება – ღონისძიებაზე მერთან ერთად პრემიერიც გამოჩნდა

დღეს უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
კახა კალაძემ თანაქალაქელებს „თბილისელობა“, ხოლო 5 ოქტომბერს დაჯილდოებულებს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საქართველოს პარლამენტის წევრები.
„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ფესტივალები და წარმოდგენები დღის ბოლომდე გასტანს. დღესვე, 19:30 საათზე რიყის პარკში გაიმართება საზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები.