კახა კალაძე – ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?!

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პრეზიდენტის განცხადებებს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
როგორც კალაძე ამბობს, ეს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. ის საკუთარი კანდიდატის ვინაობას ჯერ არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, თქვა, პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ ის არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა. რატი ბრეგაძეს მაგალითისთვის საქართველოს კონსტიტუცია მოჰყავს და განმარტავს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.