ვანდალურმა ქმედებამ ვილნიუსში თვითმართვადი ავტობუსის ტესტირება შეაჩერა

ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, თვითმართვადი ავტობუსის ტესტირება ვილნიუსში მას შემდეგ შეჩერდა, რაც მასზე წარწერები (გრაფიტები) გაკეთდა.
„ვანდალური ქმედების გამო, რომლის შედეგად თვითმართვადი ავტობუსი გრაფიტებით დაიფარა, დღეს ვილნიუსში მისი ტესტირება არ მოხდება“, – წერს ვილნიუსის მუნიციპალიტეტის კომპანია JUDU თავის ფეისბუკ-გვერდზე.
როგორც კომპანია განმარტავს, თვითმართვადი ავტობუსის გამოცდა მისი გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.
თვითმართვადი ავტობუსის ტესტირება, სექტემბრის ბოლოს, ვილნიუსის უჟუპისის რაიონში დაიწყო.
მისი მიზანია ვილნიუსის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში თვითმართვადი ავტომანქანების ინტეგრაციის პოტენციალის შეფასება.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…