თბილისობის ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით მორგოშიამ გახსნა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თბილისობის“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტო მასალა და ბეჭდური გამოცემები, გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ქვიშაზე მომზადებული ყავა სოხუმურად.
მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზურ-ქართული მუსიკალური და ფოლკლორული წარმოდგენით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ წარდგნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაშიბ

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია