მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება აქცია ემიგრანტების საარჩევნო უფლების დასაცავად

ფრანკფურტი, ზაარბრიუკენი, ატლანტა, მონპელიე, სტრასბურგი, ვროცლავი, სანტორინი და სხვა – აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები ევროპისა და -ის იმ ქალაქების სახელებით, სადაც ემიგრანტებმა 50+ ამომრჩეველი დაარეგისტრირეს და კანონის შესაბამისად – საარჩევნო უბნის გახსნაც მოითხოვეს, მაგრამ მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ემიგრანტები ასახელებენ რეგისტრაციის პრობლემებსაც, როცა საკონსულო აღრიცხვა გავლილი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ მოხვდნენ ამ ეტაპისთვის არსებულ საარჩევნო სიაში, რომლის გადამოწმებაც ს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
„რატომ არის საჭირო დღესაც რომ ვთხოვოთ [საარჩევნო] უბნების გახსნა – რადგან წარმოადგენს დიდ სიძნელეს, რასაც აუცილებლად გადავლახავთ, რას არ უნდა იყოს, მაგრამ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე ძალიან რთულია ყველა დიდ ქვეყნებში… უნდა იყოს დაახლოებით 150 ათასი რეგისტრირებული. პირადად მე შევამოწმე გუშინ – მაგალითად, ჩემი შვილები არ არიან ცესკოს სიებში “, – უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა [საქართველოს პრეზიდენტის ძმა].
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან.
ემიგრანტთა პლატფორმის – “თაობები მომავლისთვის” ინფორმაციით, 6 ოქტომბერს აქციები დაგეგმილია ასევე ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში.
ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის სთვის 60 უბანი გაიხსნება – 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ემიგრანტებს 7 ოქტომბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება