გიორგი ვაშაძე – ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებს საქართველო და მარცხდება ივანიშვილი, რომელმაც საქართველო გააღატაკა

დღეს მოვიარეთ კახეთი – აქამდე მეგონა, რომ „ოცნება“ 20%-ს იღებდა, ახლა 20%-იც როგორ უნდა აიღოს, ისეთი განწყობაა ხალხში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ კახეთში, კარდენახში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ერთიანობის“ გამარჯვების შემდეგ გაიზრდება ყურძნის ჩასაბარებელი ფასი და რაც მთავარია, ყველა სოფელი გაზითა და წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
„ჩემო ძვირფასებო, დღეს მოვიარეთ კახეთი. ვიყავით გურჯაანში, კარდენახში, სოფლებში ვიარეთ. პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ თუ აქამდე მეგონა „ოცნება“ 20%-ს იღებდა, ახლა 20%-იც როგორ უნდა აიღოს, ისეთი განწყობაა. ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებს საქართველო და მარცხდება ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. დადგა დრო, მოვიშოროთ „ქართული ოცნება“, რომელმაც გააღარიბა და გააღატაკა საქართველო. მათ მიჰყავთ ქვეყანა იზოლაციისკენ, უბედურებისკენ, ჩვენ კი გვინდა ევროპისკენ სვლა. კითხვას ვსვამ, ჯერ კიდევ არ არის რთველი ბოლომდე დასრულებული, როგორ შეიძლება, რომ 1 ლარი ღირდეს ყურძენი, როცა აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირებულია ქვეყანაში? როგორ შეიძლება, რომ ყურძენი იყოს ასეთი იაფი? რა მოიტანა ივანიშვილმა?! 12 წლის განმავლობაში ყურძნის ფასი რაც იყო, ისევ ის არის. როგორ შეიძლება, რომ ხორბალი ულპებოდეს კახელ გლეხს. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციების მოწყობაა. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი აქვთ; იმიტომ, რომ ეშინიათ მარცხის; იმიტომ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენ წავალთ წინ აუცილებლად. ჩვენ ვერ გაგვაჩერებს ვერც ივანიშვილი, ვერც .
გპირდებით, ჩამოვიტანთ 14 მილიარდს, შემოვიტანთ ყველა ქართულ სოფელში. ქართული ყურძნის ფასის ყოველწლიურად გაიზრდება. გპირდებით, რომ ყველა სოფელში იქნება წყალი, გზა, დაბრუნდებიან ემიგრაციაში წასული ჩვენი ოჯახის წევრები. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ამაყი ქართველების ქვეყანა და არასდროს მტერს ბოდიშს არ მოვუხდით“,- განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის