მედიის ცნობით, ირანმა მოამზადა ისრაელის ნებისმიერ თავდასხმაზე საპასუხო გეგმა

ირანმა მოამზადა საპასუხო გეგმა ს შესაძლო თავდასხმაზე, გასულ კვირას მის წინააღმდეგ ისლამური რესპუბლიკის მხრიდან საპასუხო სარაკეტო დარტყმის შემდეგ, – იტყობინება ადგილობრივი მედია კვირას.
“სიონისტების (ისრაელის) შესაძლო მოქმედებებზე საჭირო რეაგირების გეგმა მლიანად მომზადებულია”, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა შეიარაღებულ ძალებში “ინფორმირებულ წყაროზე” დაყრდნობით.
1 ოქტომბერს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) 200-მდე რაკეტა დაუშინა ისრაელს შურისძიების მიზნით მას შემდეგ, რაც ისრაელის მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმების დროს დაიღუპნენ თეირანის მოკავშირე დაჯგუფებების ლიდერები.
“თუ ისრაელი მოქმედებებს მიმართავს, ირანი უეჭველად განახორციელებს საპასუხო შეტევას”, განაცხადა Tasnim-მა.
სააგენტო დასძენს, რომ ირანს აქვს “ისრაელის სამიზნეების დიდი სია” და რომ ირანის შეტევამ სამშაბათს “აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მიწასთან გავასწოროთ ნებისმიერი ადგილი”…

1 ოქტომბრის სარაკეტო შეტევა, რომელიც ირანის ისტორიაში მეორე პირდაპირი შეტევა იყო ისრაელზე, განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბეირუთში დაიღუპნენ ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი გენერალი, აბას ნილფორუშანი.
ეს იყო ასევე შურისძიება პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის თეირანში, 31 ივლისს მასზე თავდასხმის შედეგად, რაშიც ბევრი ისრაელს ადანაშაულებს.
5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, იქნება “პროპორციული და მსგავსი რეაქცია ირანისგან, და კიდევ უფრო ძლიერი”.

6 ოქტომბერს, ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ ფაქნეჯადმა მოინახულა სპარსეთის ყურეში ნავთობის საკვანძო ობიექტი, ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის შესაძლო თავდასხმების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე.

5 ოქტომბერს, -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ურჩია ისრაელს, არ მიიტანოს იერიში ნავთობის ობიექტებზე ირანში – მსოფლიოში ნავთობის 10 უმსხვილეს მწარმოებელთა შორის ერთ-ერთზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის