ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში უცნობი პირის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხრეთში, ქალაქ ბეერ-შებაში უცნობი შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათი კი, ბოლო მონაცემებით, დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
ს მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ქალაქის მთავარ ავტოსადგურზე ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ზოგიერთი ცნობით, მან მანამდეც ჩაიდინა თავდასხმა და გამოიყენა როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღი. მისი ვინაობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ 7 ოქტომბრის წინა დღეს და ამ დღეს, -სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ჰამასის მიერ ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის წლისთავზე, ისრაელში მოსალოდნელი იყო ტერაქტების მცდელობები.
1 ოქტომბერს, თელ-ავივში მომხდარი ინციდენტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ტრამვაის და ტრამვაის გაჩერებას. თავდასხმა განხორციელდა იმავე საღამოს, როდესაც ირანმა რაკეტები დაუშინა ისრაელს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის