მთავრობის ადმინისტრაციასთან ლოზუნგით – „დაიცავი შენი არჩევანი“ მოქალაქეები შეიკრიბნენ

„დაიცავი შენი არჩევანი“ – ამ ლოზუნგით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
კერძოდ, აქციის მონაწილეები უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ.
ადგილზე იმყოფება, პრეზიდენტის ძმა, . როგორც მან აღნიშნა, 3 კვირა არის დარჩენილი არჩევნებამდე და მნიშვნელოვანია ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში.
„უნდა ვთხოვოთ დამატებით უბნების გახსნა. სიძნელეებს გადავლახავთ, რაც არ უნდა იყოს, თუმცა ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება დიდ ქვეყნებში რთულია. ბევრი ხარვეზია გადასწორებელი. არ ვიცით, ზუსტად რა რაოდენობაა ჩაწერილი საკონსულო აღრიცხვაზე, 67 000-ს ამბობენ, მაგრამ ეს დადასტურებული არაა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაცაბიძე „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე – ეს რეალობის სრული დამახინჯებაა – ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებს უწევთ ვალიდური პირადობის მოწმობების წარმოდგენა, ამ პროცედურას კი საარჩევნო პროცესებთან საერთო არაფერი აქვს