საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) წლევანდელი კონკურსის შედეგები 10 დღეში გახდება ცნობილი. როგორი იყო წლევანდელი აქტივობა კომპანიების მხრიდან და რამდენადაა კომპანიების ხარისხი გაუმჯობესებული ანგარიშგებების და გამჭვირვალობის მხრივ, ამის შესახებ “მსოფლიო ბანკის” უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლელა ხუჭუამ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრეს.