ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო – მეჩეთსა და სკოლაზე ისრაელის თავდასხმებს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ს მიერ დღეს დილით ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მართვისა და კონტროლის ცენტრებში მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი და 251 კი მძევლად აიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ოპერაცია დაიწყო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე 41 870 პალესტინელი დაიღუპა და 97 000-ზე მეტი დაშავდა. გაერო-ს ინფორმაციით, რომელიც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მხოლოდ 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ღაზაში 187 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში