ღაზის ცენტრალურ ნაწილში მეჩეთზე ისრაელის თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას 6 ოქტომბერს ღაზის ცენტრალურ ნაწილში 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცნობას ავრცელებს პალესტინის ჯანდაცვის სამსახური.
თავდასხმა მოხდა მეჩეთზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოს მახლობლად, ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.
Associated Press-ის ჟურნალისტმა საავადმყოფოს მორგში დათვალა ცხედრები. საავადმყოფოს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ყველა დაღუპული კაცი იყო. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კიდევ ორი კაცი მძიმედ დაშავდა.
ს სამხედროებს მეჩეთზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი წლის განმავალობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 42 000 პალესტინელი დაიღუპა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი