ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალყაში მოაქცია ღაზის ჯაბალიას რაიონი, სადაც ჰამასი ძალებს იკრებს

ისრაელის სამხედროებმა 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ მისმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას რაიონს, იმის საპასუხოდ, რომ ჰამასი – -სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად შერაცხილი დაჯგუფება – ძალებს იკრებს მიუხედავად თითქმის ერთწლიანი თავდასხმებისა და ბრძოლისა.
„401-ე ბრიგადისა და 460-ე ბრიგადის ჯარებმა წარმატებით შემოარტყეს ალყა ტერიტორიას და ამჟამად აგრძელებენ ოპერაციას ამ არეალში“, – ნათქვამია სამხედროების განცხადებაში. მათივე დაზვერვაზე დაფუძნებული ინფორმაციით, “ჯაბალიას რაიონში ტერორისტები იმყოფებიან და ტერორისტული ინფრასტრუქტურაა, და ამასთან, ჰამასი ცდილობს აღადგინოს თავისი ოპერატიული შესაძლებლობები ამ რეგიონში”.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა განუცხადა AFP-ს, რომ ისრაელმა მთელი ღამის განმავლობაში მრავალი დარტყმა მიაყენა ჯაბალიას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი