კახა კალაძე – სააკაშვილი დღეში 30-ჯერ კვდებოდა, თუმცა რეალობა ხომ ვიცით, რაც იყო – „ქეისი“ მთლიანად ყალბია

სააკაშვილის „ქეისს“ რაც შეეხება, ზოგადად, „ქეისი“ არის ყალბი, მთლიანად, მისი ვითომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ექსპრეზიდენტ ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის განცხადებით, „სააკაშვილი დღეში 30-ჯერ კვდებოდა“, თუმცა, რეალურად, სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო.
„გვახსოვს, როგორი კამპანია იყო ამასთან დაკავშირებით. მთელი რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ ამ ყველაფერზე განცხადებას, მოწოდებები იყო, წარმოგიდგენიათ რეზოლუციებიც კი აქვთ მიღებული, რომ სააკაშვილი გამოუშვითო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესიო, დღეში 30-ჯერ კვდებოდა, თუმცა, რეალობა ხომ ვიცით რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ. რაც ს თარიღი მოახლოვდება, ამ ტიპის სიბინძურეები კიდევ უფრო მეტი იქნება, იქნება განცხადებები, შემოტევები, ვხედავთ ჩვენ ამას, ყველაფერ ამის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი