მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრამვაი გერმანიაში იმუშავებს

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრამვაი მალე გერმანიაში მგზავრების გადაყვანას დაიწყებს. თავდაპირველად ის ქალაქ მანჰეიმში, ლუდვიგსჰაფენსა და ჰაიდელბერგში იმოგზაურებს, გაისად საქალაქთაშორისო მარშრუტზე იმოძრავებს.
58,61 მეტრი სიგრძის ტრამვაი განკუთვნილია 368 მგზავრის გადასაყვანად და შეუძლია საათში 80 კილომეტრამდე აჩქარება.
უფრო გრძელი სამგზავრო ტრანსპორტი ხელს უწყობს გზის გადატვირთულობის მოხსნას და სათბურის გაზების ემისიების შემცირებას. ამ მიზნით ში სატვირთო მანქანები აპირებენ იმოძრაონ ორმაგი მისაბმელით.