გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელის როლს ასრულებს სისხლის ლაქებზე – ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია

სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, ჯერ არ გასულა – ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პრეზიდენტის ბოლო დროინდელ განცხადებებს.
როგორც ვოლსკი განმარტავს, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია.
„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, მათ შორის რუსთაველის გამზირს, არ გასულა ჯერ, არც ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე, რომ არ ჩანდეს რაც დახვეწილი მეთოდი იყო მაშინ, როდესაც ხალხს აწამებდნენ. დღეს ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია. მისთვის კონსტიტუცია არ არსებობს, წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა, წარმატება ნაკლებად“, – აღნიშნა ვოლსკმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.
ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.