“ბიჭებო, ჩამოყალიბდით, მიუტევეთ ერთმანეთს, შერიგდით” – ზარქუა ხაბეიშვილსა და მელიაზე

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება მწვავდება. ბათუმში, პარტიიდან 9 წევრის წასვლის შემდეგ, ნიკა მელიას გუნდი ელის, რომ პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულმა და ხაბეიშვილთან დაპირისპირებულმა ფრთამ, ახალი პარტია ან პლატფორმა შექმნას.
მმართველი გუნდის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა შეუქცევადი პროცესია.
ირაკლი ზარქუა მხარეებს მოუწოდებს მიუტევონ ერთმანეთს და შერიგდნენ:
“უხერხულ სიტუაციაში ვართ უკვე კომენტარის გაკეთებისას, წაქცეულს წიხლს არ აჭერენო. გვერიდება. ბიჭებო, ჩამოყალიბდით, მიუტევეთ ერთმანეთს, შერიგდით. ერთ მხარეს არის უთავმოყვარეო ტიპი, ხაბე რომ ჩამოგაგდებს და მაინც ებღაუჭები, მეორე მხარეს, ასევე, უთავმოყვარეო პირია, რომელმაც ხელი მოაწერა იმაზე, რომ თავისი ყოფილი ხელმძღვანელი ჩამოაგდო მალულად. რეალობა აქ სხვაა – ესენი არიან ჭინკები,”- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა