The Times: რუსეთი თავისი სამხედრო ჭურვების ნახევარს ჩრდილოეთ კორეისგან იღებს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს აწვდის საარტილერიო ჭურვების დაახლოებით ნახევარს, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Times დასავლეთისდაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურად 3 მილიონ ჭურვს აწვდის რუსეთს. როგორც წყაროები აღნიშნავენ, ჭურვების უმეტესობა გაუმართავია, თუმცა მათი რაოდენობა ეხმარება რუსეთს “ფრონტზე წარმატების მიღწევაში”.
მიწოდების მოცულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიმდინარე წლის ივნისში ფხენიანს ეწვია და ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული
პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ორივე
მხარისგან ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის მიერ მათზე თავდასხმის შემთხვევაში.
დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ჩრდილოეთ კორეა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიყიდვაში. ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის დარღვევაში რუსეთს ბრალი დასდო აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა.
· თებერვალში გაზეთი The New York Times იტყობინებოდა, რომ საბრძოლო მასალების სანაცვლოდ, რუსეთმა უზრუნველყო ჩრდილოეთ კორეის წვდომა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე და ასევე, განბლოკა ჩრდილოეთ კორეის აქტივების ნაწილი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვების
მიწოდებაზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას