“დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი” – დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

“დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი” – ამ სახელწოდებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქცია 17:00 საათზე არის ჩანიშნული. მას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მართავენ.
ცნობილია, რომ პროტესტს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია უერთდება. აქციის მიზანი ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერაა.
“დროა გამოვხატოთ სოლიდარობა ყველა იმ ქართველი ემიგრანტის მიმართ ვინც, წლების განმავლობაში ინახავდა და ინახავს სააქართველოს! დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი! ვიკრიბებით კვირას, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან. “არჩევნებზე მონაწილეობა დაწერილი ისტორიაა”, – წერია ღონისძიების ანონსში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას