ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ქარდავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).
ჩვენი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ საბა ქარდავა ვიხილეთ – საბა ქარდავამ არსენ კაჟაევი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე