ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს – გომელაური სპეცრაზმის სანქცირებულ უფროსებზე

„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს… ძალიან კარგად. იღებენ ხელფასს ჩვეულებრივად“, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური -ის მიერ სანქცირებულ თანამშრომლებზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფრო ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე.
ეს კომენტარი მან „ტვ პირველთან“ გააკეთა 3 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ კლუბის პრეზენტაციაზე. სიუჟეტი 5 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
კითხვაზე, ნაღდი ფულის სახით იღებენ ხელფასს თუ არა, გომელაური ამბობს:
„არა, ხელფასი, ახლა… ბანკში მარტო „ვიზა“ ბარათებია? სხვა ბარათები არ არსებობს“?
მინისტრი არ აზუსტებს, რომელი ბანკი ემსახურება სანქცირებულ მაღალჩინოსნებს: „რა მნიშვნელობა აქვს? მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე. ეგ არის ინდივიდუალური“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რომელ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხავს კუთვნილ ხელფასებს აშშ-ის მიერ სანქცირებულ მაღალჩინოსნებს.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა. მათ შორის არიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც:
· ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
· მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე.
ხარაზიშვილს, ბოლო დეკლარაციის თანახმად, 2024 წლის ივნისისთვის, სახელფასო ანგარიში აქვს „ ბანკში“.
პრემიერ-მინისტრმა მ ბანკებს, სანქციების ნაცვლად, „საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის“ დაცვისკენ მოუწოდა.
ეროვნულმა ბანკმა კი კომერციულ ბანკებს შეახსენა მმართველის, ნათია თურნავას ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე სანქციები ვრცელდება მხოლოდ „სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.
რადიო თავისუფლება