ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მოისმინა თბილისსა და რეგიონებში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული პრობლემები და საჭიროებები.
„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, პოლიკლინიკების ეფექტიანი მართვისა და განვითარებისთვის დაისახა სამომავლო გეგმები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?