ვილი სანიოლს, გივი სიხარულიძეს, ზურა ყიფშიძეს და კიდევ 22 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს

შაბათს, 5 ოქტომბერს, „თბილისობის“ მიმდინარეობისას, დედაქალაქის მერმა მ 25 ადამიანს მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
· ვილი სანიოლი – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, რომლის მწვრთნელობის დროსაც გავიდა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე;
· გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;
· ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი;
· ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;
· მერაბ კილაძე – ქირურგი;
· გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
· დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· გიზო გაბესკირია – რეჟისორი;
· გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
· ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
· ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
· ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი;
· მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი;
· გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;
· კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი;
· გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი;
· თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;
· ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი;
· ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი;
· გურამ კალანდაძე – გეოლოგი;
· ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი;
· თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი;
· თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· ოლესია თავაძე – მხატვარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს