ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “მიდლსბროს” თამაში შემოუტრიალა და ისევ გაიმარჯვა

ჩემპიონშიფის მეცხრე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრები 76-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ შემდეგ შეცვლაზე შესულმა ედო კაიემბემ და კვადვო ბაამ გაიტანეს გოლები და „უოტფორდმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 90+5-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.8, whoscored 6.6.
„უოტფორდი“ 16 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს გასვლაზე „ლუთონთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი – მიდლსბრო 2:1
გოლები: 0:1 ედმუნდსონი (54),1:1
კაიემბე (76), 2:1 ბაა (87)