პრემიერი კობახიძე თსუ-ში ამ სემესტრში ლექციებს არ წაიკითხავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრში ლექციებს არ ჩაატარებს.
რადიო თავისუფლებას თსუ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „მიმდინარე სემესტრში სარგებლობს ანაზღაურების გარეშე აკადემიური შვებულებით“.
ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თსუ-ის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, ერთ-ერთმა იმ სტუდენტებს შორის, ვინც წინა სემესტრში უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს „აგენტების კანონის“ გამო პროტესტით ხვდებოდა.
მანაგაძე წერდა, რომ კობახიძის ლექციები „გაუქმდა“, – თუმცა თსუ-ის პრესცენტრში ხაზს უსვამენ, რომ ფაკულტეტზე „არ გაუქმებულა თსუ-ის პროფესორის, ირაკლი კობახიძის სასწავლო კურსი“.
მანაგაძეს 2024 წლის 7 ივნისს უნივერსიტეტთან სცემეს კიდეც.
ამ აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ხშირი იყო ძალადობა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებსაც პროტესტის მონაწილეები „ტიტუშკებს“ უწოდებდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს