ვგმობთ „ოცნების“ ანტი-უკრაინულ პროპაგანდას და მედიაზე ზეწოლას – მედია კოალიცია

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობს „ქართული ოცნების“ მიერ „უკრაინელი ხალხის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენებას“.
5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კოალიცია წერს, რომ ტელეარხების, „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ტელეკომპანია ფორმულას“ მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.
„მმართველი პარტიის პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა“, – აცხადებს კოალიცია.
რამდენიმე საათით ადრე სამმა ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მათგან ითხოვს უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერების მათ ეთერში გაშვებას, რაზეც, დაჯარიმების რისკის მიუხედავად, უარს აცხადებენ.
„მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს“, – მიიჩნევს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.
კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და წერს:
„მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.
თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს