ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება

„ძლიერი საქართველო“ გპირდებათ, რომ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოჰპარა. პენსია 1000 ლარი იქნება, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს გაყინული, მიტოვებული პროექტები აუცილებლად დასრულდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
სამუშიამ სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მმართველი პარტიის დაპირებები შეახსენა.
„ქალაქ ჯვარში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც „რუსული ხელისუფლება“ 7-წლის წინ, ჯვარელებს და ჩვენს მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ატრაქცია გაიხსნებოდა, ასობით ადამიანი დასაქმდებოდა და აღნიშნული ობიექტი წელიწადში 400 000 ვიზიტორს მიიღებდა. თქვენ ხედავთ აღნიშნულ ტერიტორიას, არაფერი გაკეთებულა. აქ უნდა გასულიყო საბაგირო გზა, აქ უნდა ყოფილიყო „ზიპლაინი“, სხვადასხვა გასართობი ცენტრები და ა.შ, მაგრამ როგორც ყოველთვის, „რუსული ხელისუფლების“ დანაპირები არის მხოლოდ დანაპირები და ისინი არაფერს არ აკეთებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა, მ, “ძლიერმა საქართველომ” თქვა სიტყვა და დანაპირები შეასრულა! რა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე, 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე – 9 ნომერს დაუჭირეთ მხარი. “ძლიერი საქართველო” გპირდებათ, რომ შექმნის იმ 200 000 სამუშაო ადგილს, რომელიც “ოცნებამ” მოჰპარა ქართველ ხალხს, პენსია იქნება 1000 ლარი, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს გაყინული, მიტოვებული პროექტები აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა სამუშიამ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ