თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება. გასაგებია, რა არის მათი მიზანი – მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, ქართველ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება ევროპული არჩევანია.
„ამერიკელების მიერ სანქცირებული, „ხარებად“ წოდებული ზვიად ხარაზიშვილი, გლობალური „მაგნიტსკის აქტის“ ქვეშ არის სანქცირებული, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ითვალისწინებს. ანუ, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს დავალება წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის. გასაგებია, რა არის მათი მიზანი – მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერც ამერიკელების მიერ სანქცირებული ხარებას გამოყენებით და ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებით შექმნილი ზონდერ ბრიგადების გამოყენებით ვერ შეაშინებს. ქართველ ხალხს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს არის ევროპული არჩევანი, არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარი სიღატაკეზე, იზოლაციაზე, რაც ბიძინა ივანიშვილს მოაქვს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.