ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სირიელ კოლეგასთან, ბასამ ალ-საბაღთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, განსაკუთრებით ლიბანსა და ღაზაში. დამასკოში ჩემი ვიზიტის მიზანს რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელება წარმოადგენს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში დღეს ჩავიდა. მანამდე, იგი ლიბანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ მიკატის შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ