37 წლის ედინსონ კავანიმ “ბოკა ხუნიორსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

გამოცდილმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ “ბოკა ხუნიორსთან” ხელშეკრულება 1 წლით გაახანგრძლივა, ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
ურუგვაელი “ბოკას” ღირსებას 2023 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში ედინსონმა არგენტინული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლით გამოიჩინა.
კავანის სხვადასხვა დროს “პალერმოს”, “ნაპოლის”, “პარი სენ ჟერმენის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვალენსიას” რიგებში უთამაშია.