მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში -ის საელჩოს ინფორმაციით, მწვანე ბარათის პროგრამაზე რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება.
„ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:
მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26
რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე. რეგისტრაცია სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას. შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…