პრეზიდენტი ქალ ლიდერებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

შეხვედრას ესწრებოდა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, . როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვიზიტისას საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა.
„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, ჩვენს პარტნიორებს შეხვდა და ბუნებრივია ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება, პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრეზიდენტის შუამავლობით. საუბარი არის თუ როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ.
რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ „ცაიტნოტში“ არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში და რა როლი ექნება პრეზიდენტს, ამას მომზადება სჭირდება.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური მხრივ. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ