ანა დოლიძე – კუნთმაგარი ავტორიტარული ტიპები კარგად გადამალონ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს გამოვლინდება ქართველი ხალხის ისტორიული რისხვა

სასწაულია, ვის ჩააბარეს ქვეყნის, ს და მოსახლეობის უსაფრთხოება საარჩევნო დროს. ხომ უნდა მოახერხო, რომ იმ ადამიანს ჩააბარო, რომელიც საერთაშორისო დონეზე გამორჩეულია როგორც ადამიანის უფლებების შემლახველი, დამნაშავე, მცემელი ჩვენი შვილების – კუნთმაგარი ავტორიტარული ტიპები კარგად გადამალონ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს გამოვლინდება ქართველი ხალხის ისტორიული რისხვა, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
დოლიძის თქმით, ახლა ყველაზე მთავარი არჩევნებში გამარჯვება და აუცილებელი რეფორმების გატარებაა.
„სასწაულია, ვის ჩააბარეს ქვეყნის, არჩევნებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება საარჩევნო დროს. ხომ უნდა მოახერხო, რომ იმ ადამიანს ჩააბარო, რომელიც საერთაშორისო დონეზე გამორჩეულია როგორც ადამიანის უფლებების შემლახველი, დამნაშავე, მცემელი ჩვენი შვილების. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელი გადაწყვეტილება. შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ძალიან შეგვეშინდება, მაგრამ მაშინ ეს ადამიანი ქართველ ხალხს არ იცნობს. ურჩევნიათ, ყველანაირი კუნთმაგარი ავტორიტარული ტიპები კარგად გადამალონ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს გამოვლინდება ქართველი ხალხის ისტორიული რისხვა.
ყველაზე მთავარია, რომ მალე მოვიგოთ არჩევნები, არჩევნები დასრულდეს და შევუდგეთ რეფორმების დანერგვას. მართალი გითხრათ, არც ეს გარე ჩარევები, არც ეს წვრილმანი რაღაცები, რაზეც გვართობს ყოველ დღე, ქართველ ხალხს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რომ სკოლები იყოს გარემონტებული და ბავშვები წავიდნენ იმ სკოლაში, რომელიც მათ ეკუთვნით, იქ იყოს კვება და ბავშვების ¼ არ შიმშილობდეს. ეს არის ჩვენი დავალება და ამის გაკეთებას ვაპირებთ. რაც მალე მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, მით უკეთესი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკა ბოლო 30 წელია მხარს უჭერს საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას და მათი მხრიდან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული იქით, რომ „ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ავაშენოთ ეს სახელმწიფო, არ მოგვტაცონ“.
„ჩვენ ვნახეთ -დან არაერთი განცხადება – რბილი, დიპლომატიური ტონით, მინიშნებით, სადილზე დაპატიჟებაც გვახსოვს პრეზიდენტ ბაიდენთან გაზაფხულზე, ბოლოს, ბუნებრივია, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა ეტაპზე ეს განცხადებები გამწვავდა. არ დაგვავიწყდეს, ამერიკა ბოლო 30 წელია მხარს უჭერს საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას და ამ პრინციპებს იცავს. ერთი სანქცია გამოვიდა, მეორე სანქცია გამოვიდა, ბუნებრივია, რომ ყველაფერი იქნება მიმართული მანამდე თუ არჩევნების მერე იმისკენ, რომ ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ ავაშენოთ ეს სახელმწიფო, არ მოგვტაცონ ეს სახელმწიფო, არ მოიპარონ და ღმერთმა იცის სად წაიღონ – ჩრდილოეთში, აღსრულდეს. ქართველი ხალხის ნებას უჭერს ამერიკა მხარს სხვადასხვა ფორმებით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება