საქართველოში 266 196 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 266 196 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.) მონაცემები წინა წელთან შედარებით 4.6%-ით არის გაზრდილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 475-ს შეადგენდა (აქედან 195 985 ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს).
საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 196 არასრულწლოვანია, (66 721 არის 6 წლამდე, 199 475 კი 6-18 წლამდე). მათგან 82 196 არასრულწლოვანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება