კონტე “კვარას” ეპიზოდმა აღაშფოთა – რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯებს?

სერია A-ს მე-7 ტურში “ნაპოლისა” და “კომოს” (3:1) მატჩის 63-ე წუთზე “პარტენოპეის” გარემარბი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.
მსაჯების ამგვარმა გადაწყვეტილებამ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აღაშფოთა.
“VAR-ი საერთოდ არსებობს?” – მიმართა იტალიელმა სპეციალისტმა გვერდითა არბიტრს.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე “ემპოლისთან” ჩაატარებს.
მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით