ვოლოდიმირ ზელენსკი – „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას