მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100 – დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს

მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100 – დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს
ს ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100. „ქრონიკამ” მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში” მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.
გარდა ამისა, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ სტომატოლოგმა დაწესებულების დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი, შეთანხმების გარეშე გამოიყენა.
აღმოჩნდა, რომ პაციენტი სააკაშვილი არ არის რეგისტრირებული „დენტეფექტის” სტომატოლოგიური პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალში, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ არის აღრიცხული სპეციალურ ჟურნალში.
დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ გოგიბერიძესთან კომუნიკაცია ჰქონდათ გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძეს, რომლებიც ექიმს სთხოვდნენ შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის პირის ღრუს მდგომარეობა. ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ