“ეს ამბავი დიდ საფიქრალს მიჩენს” – კონტე “კომოსთან” მატჩის შემდეგ

სერია A-ს მე-7 ტურში “ნაპოლიმ” “კომო” 3:1 დაამარცხა. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ლუკაკუ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. რომელუმ ასე უნდა გააგრძელოს და ბევრი იშრომოს, რომ ძველებურ დონეზე დაბრუნდეს.
გუნდზე დავიდ ნერეშის გავლენა იზრდება, დღითიდღე უმატებს. ზოგადად, ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ თუ სათამაშო დროის მიღება სურთ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა მაჩვენონ. არ უნდა დავივიწყოთ პოლიტანოც, მასთან ერთად აქამდე “ინტერში” მიმუშავია, გარდა მატეოს ტექნიკური შესაძლებლობებისა, იგი “ნაპოლიში” ფიზიკურად და ტაქტიკურად საგრძნობლად გაუმჯობესებული დამხვდა.
სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ეს ამბავი დიდ საფიქრალს მიჩენს, რადგან სასტარტო შემადგენლობის შერჩევა უფრო და უფრო მიჭირს.
სიმართლე გითხრათ, ეს სასიამოვნოა, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ”, – განაცხადა კონტემ.
“ნაპოლი” 16 ქულით სერია A-ს ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე “ემპოლისთან” ჩაატარებს.