მაისში გამართულ FIFA-ს კონგრესზე პალესტინის ფეხბურთის ფედერაციამ ღაზაზე მიტანილი იერიშების გამო ისრაელის საფეხბურთო საბჭოს დასჯის შესახებ განაცხადა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პალესტინელებს ამ საკითხზე მსჯელობას დაჰპირდა.
პალესტინელების მოთხოვნაა, დასანქცირდეს ისრაელის საფეხბურთო ფედერაცია დასანქცირდეს, ვინაიდან ისინი FIFA-ს რეგულაციას არღვევენ.
ისრაელის საფეხბურთო ფედერაციაში აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმებიან.
ცნობისთვის, ისრაელის საფეხბურთო ნაკრები საშინაო თამაშებს უნგრეთში თამაშობს, ხოლო ბელგიის ნაკრებმა გასულ თვეში აღმოსავლელების გუნდის მასპინძლობაზე სულაც უარი განაცხადა.